loader

"ქვათაცვენის შედეგად, ალპურ ზონაში მყოფმა მამაკაცმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო" - კადრები კახეთიდან, სადაც მაშველებმა დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქვათაცვენის შედეგად, ალპურ ზონაში მყოფმა მამაკაცმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო" - კადრები კახეთიდან, სადაც მაშველებმა დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს.

"მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემოსული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა 7 პიროვნება, ქვათაცვენის შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.