მოსკოვი-ბათუმის რეისზე Азимут-ის თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა - რა კადრები ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან
15 ივნისს მოსკოვიდან ბათუმისკენ მიმავალ Азимут-ის თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა. ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
"თვითმფრინავი ვნუკოვოდან ბათუმში მიფრინავდა, თუმცა აფრენისას ძრავს ხუფი მოსძვრა, რის შემდეგაც თვითმფრინავი კვლავ ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა", - წერს ტელეგრამ არხი "112"
ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ბათუმში მგზავრებს სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ. ძრავის ხუფის ფრაგმენტები ასაფრენ ბილიკზე იპოვეს.