loader

თავდასხმა პირდაპირ ეთერში - ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდასხმა პირდაპირ ეთერში - ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერი იყო

ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა , - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მესამე რაიონის ევაკუაციის ბრძანება გასცა, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე დარტყმის განზრახვის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმაც გაავრცელა.

„ირანული პროპაგანდის ინსტუმენტი გაქრობის პირასაა. ახლომდებარე ადგილებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.