ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა - როგორია ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან?
ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე სამხრეთის ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დაბომბვა ირანის მხრიდან. გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.
ისრაელი და ირანი მეხუთე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი - 24.