კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს - "მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას"
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.