loader

"ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა" - "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა" - "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

"საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ს.ქ.; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული დ.ი.;

ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ე.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.ჩ. და 2002 წელს დაბადებული ა.ა.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ე.ბ.-მ, მ.ჩ.-მ და ა.ა.-მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მიზნით ს.ქ.-ს და დ.ი.-ს დახმარება გაუწიეს.

ბრალდებულები ს.ქ. და დ.ი. სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ს.ქ.-მ ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ორივე მათგანმა მიმალვა სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაშავებულ მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტქით; 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 25-19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.