loader

"ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ" - მამუკა ხაზარაძის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ" - მამუკა ხაზარაძის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს

მამუკა ხაზარაძის თქმით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაიბარეს. ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

"კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.

მგონი, მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ.

მოსვლას არ ვაპირებ!

ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!" - წერს ხაზარაძე.