loader

რას ამბობდა 1 წლის წინ ქართველი პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიაში დააკავეს - "შედეგით კმაყოფილი ვარ, ეს თანხის გამოძალვას ჰგავდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობდა 1 წლის წინ ქართველი პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიაში დააკავეს - "შედეგით კმაყოფილი ვარ, ეს თანხის გამოძალვას ჰგავდა"

ერთი წლის წინ, ქართველ პლასტიკურ ქირურზე, ზურაბ კეკელიაზე, "რუსთავი 2"-მა ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. ფოტომტკიცებულებებით დაზარალაბეული პაციენტი, ქირურგს უჩიოდა, თუმცა კეკელია შედეგით კმაყოფილი იყო.

ცოტა ხნის წინ, ვე­ნა­ში ქარ­თველ პლას­ტი­კურ ქი­რურგს, ზუ­რაბ კ.-ს, გან­ზრახ მძი­მე სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის 20-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით დას­რულ­და, გა­სულ თე­ბერ­ვალს მოხ­და. 36 წლის ზუ­რაბ კ., რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ტივ­ცე­მულ ქი­რურ­გად ით­ვლე­ბა, ვე­ნა­ში უკა­ნო­ნო კოს­მე­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს ატა­რებ­და.

გა­სუ­ლი წლის 11 თე­ბერ­ვალს, ვე­ნის ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, ზუ­რაბ კ.-მ 58 წლის ქალს უკა­ნო­ნოდ ჩა­უ­ტა­რა ნი­კა­პის ლიფ­ტინ­გის პრო­ცე­დუ­რა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ქალს იმ­დე­ნად მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და და ღამე ვე­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის (AKH) რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო და სას­წრა­ფო ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

რო­გორც გა­ირ­კვა, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა მე­გობ­რის­გან ე.წ. კოს­მე­ტი­კუ­რი წვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, სა­დაც ია­ფად სთა­ვა­ზობ­დნენ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რებს. სწო­რედ ამ გზით ჩა­ე­წე­რა იგი ნი­კა­პის ლიფ­ტინგზე. ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და ვე­ნის ერთ-ერთ ბი­ნა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა "სის­ხლი­ან და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ულ“ გა­რე­მოდ აღ­წერ­და. პრო­ცე­დუ­რა ქალს 1 500 ევრო და­უჯ­და.

ავ­სტრი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ პრო­ცე­დუ­რას მი­ნი­მუმ 8 000 ევ­როდ აკე­თე­ბენ. განაგრძეთ კითხვა