loader

"თუ ეს ფართო მასშტაბს მიიღებს, უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით" - რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-ისრაელის ომი?! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ეს ფართო მასშტაბს მიიღებს, უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით" - რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-ისრაელის ომი?!

მამუკა არეშიძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა საქართველოსთვისაც.

ამის შესახებ ექსპერტმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა საქართველოსთვისაც. დღეს პრინციპში, პერმანენტული საომარი მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. კონფლიქტი დაიწყო 90-იანი წლებიდან და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმით გრძელდება. ახლა ფრონტი უფრო გაიშალა.

ცოტა ხნის წინ ძლივს ჩაახშვეს პაკისტანის კონფლიქტი, ერაყშიც სულ შიდა კონფლიქტია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ; ლიბანსა და სირიის ტერიტორიაზე რაც ხდება, იცით. ამ ყველაფერში ჩართული არიან მსოფლიოს მსხვილი პოლიტიკური და პლუს რეგიონული მოთამაშეები, ირანი იქნება, თურქეთი თუ სხვა. ახლა ამან უფრო სხვა მასშტაბი მიიღო.

მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ომი იქნება და სახმელეთო ოპერაციები დაიწყება. ეს სულ დაანგრევს ისედაც მყიფე მდგომარეობას რეგიონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცებ დაეტყობა ჩვენს რეგიონს. 200 კილომეტრია აქედან ირანამდე. მაგალითად, ჩვენი უახლოესი რეგიონი, ირანის აზერბაიჯანს რომ ვეძახით, ის ქალაქი დაიბომბა, იმიტომ, რომ იქაც განლაგებულია ბირთული ობიექტები. ბუშერის სადგურს რომ არ დაარტყეს, მიკვირს. შეიძლება ვცდები, მაგრამ არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობასა და მართვაში რუსეთი მონაწილეობს. როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებას აუცილებლად მოსდევს დევნილების უზარმაზარი ნაკადი. დევნილებისთვის ყველაზე ახლო და კომფორტული ტერიტორია სამხრეთი კავკასიაა. საქართველოში ისედაც უამრავი მიგრანტია და ახლა მათი რიცხვი გაასმაგდება. მიგრანტების ტალღას თავისი დიდი მინუსები ახლავს - კრიმინალი, ნარკოტიკი, ბევრი სხვა რამ. გარდა ამისა, როცა ყველა ამხელა ქვეყანა ომშია ჩართული, ეს მის სამეზობლოს ეკონომიკას აუცილებლად მძიმედ დაეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური კავშირები არ არის. თუ ომი უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, მაშინ ხომ მთლად უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ბევრად დიდია გამოწვევების ის სკალა, რომელიც დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინაშე დგას" - ამბობს მამუკა არეშიძე. განაგრძეთ კითხვა>>>