"ვაიმე, ვაიმე, არაუშავს" - ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატს უმედლოდ ასრულებს
ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარსდგნენ, მათგან ასპარეზობას მაისურაძე აგრძელებს.
მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი ბელარუსი ალექსანდრ სიდორიკი დაამარცხა, სამწუხაროდ ლაშა მესამე წრეში იტალიელ კენი კომი ბედელთან დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.