მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილის ცხედარი დღეს სარწყავ არხში აღმოაჩინეს.
უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.