loader

ვრცელდება უმძიმესი ტრაგედიის კადრები, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი ტრაგედიის კადრები, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

ბრაზილიაში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა. ინფორმაციას new york post-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნა ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

უბედური შემთხვევის დროს საჰაერო ბურთში 33 მგზავრი იმყოფებოდა. ამინდის გაუარესებამდე საჰაერო ბურთში მყოფ მგზავრებს პოზიტიური განწყობა ჰქონდათ, რადგან კალათში ხელის თხოვნის ცერემონიაც გაიმართა.

ცერემონიიდან მალევე, ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც პილოტმა საჰაერო ბურთზე მართვა დაკარგა და მალევე ჩამოვარდა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.