loader

"მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში" - რა შეემთხვა ნონა გაფრინდაშვილს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში" - რა შეემთხვა ნონა გაფრინდაშვილს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაეცა და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი ტქმით მას სახაზე ოპერაცია ჩაუტარდა:

"მეგობრებო, 2 დღის წინ, სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში.მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო — სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ.

მადლობა ბატონ მიშა სარჯველაძეს გულისხმიერებისთვის, მადლობა "პინეო სამედიცინო ეკო სისტემის" არაჩვეულებრივ გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ყველა ახლობელს და გულშემატკივარს ყურადღებისა და თანადგომისთვის.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე. წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს. უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგან მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.

„დაცემას მოყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს.“მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.“ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად.

ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას.

ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას. ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად," - წერს ნონა გაფრინდაშვილი.