loader

ვრცელდება მძიმე კადრები კიევიდან - კადრებში ჩანან მშობლები, რომლის შვილიც რუსეთის დარტყმის შემდეგ ნანგრევებში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მძიმე კადრები კიევიდან - კადრებში ჩანან მშობლები, რომლის შვილიც რუსეთის დარტყმის შემდეგ ნანგრევებში მოყვა

კიევში ნანგრევებთან ზის პატარა ბიჭის დედ-მამა, რომელსაც რუსეთის დარტყმის შემდეგ ნანგრევებში ეძებენ…

რუსების მიერ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.