"გიგა ამბობს, რომ ყველა თვალსაზრისით, 4000-ლარიან ჯარიმას, ჩემი 2 კვირიანი იზოლაცია ჯობდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული "ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით ჩერგოლეიშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: "გიგა ამბობს, რომ ყველა თვალსაზრისით, 4000-ლარიან ჯარიმას, ჩემი 2 კვირიანი იზოლაცია ჯობდა", - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ცნობისთვის, ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძისა და დეპუტატ თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. ჩერგოლეიშვილი სხდომას არ დასწრებია.
შს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.