ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მეორედ დაიბარეს
პარტია „ახალის“ ინფორმაციით, პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით ნიკა გვარამიას მეორედ მიმართა.
განცხადებაში პარტია აღნიშნავს, რომ პოზიცია უცვლელია და არც ერთ ეტაპზე არ აპირებენ მიიღონ „რეჟიმის თამაშის წესები“.
“ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.
ჩვენი პოზიცია უცვლელია - არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.
თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ერთვის დოკუმენტი.