ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება - როგორია ბოლო ცნობები საომარი მოქმედებების ადგილიდან?
ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება, ირანმა მათი მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით გაუშვა. კონფლიქტს ირანის სულიერი ლიდერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ბრძოლა ახლა იწყება. მანამდე, ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავდა და თეირანის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სადაც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებდა, ევაკუაციისკენ მოუწოდა.