loader

"ამ დილას მოუკლავს, სიძე იყო, ერთად ცხოვრობდნენ : ნაცემია მოკლულის მეუღლეც" - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები - რას ამბობენ მეზობლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ დილას მოუკლავს, სიძე იყო, ერთად ცხოვრობდნენ : ნაცემია მოკლულის მეუღლეც" - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები - რას ამბობენ მეზობლები?

"პირველებისთვის" ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილზე ჩასულ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს უყვებიან, 63 წლის უსინათლო კაცი სასიკვდილოდ სავარაუდოდ სიძემ გაიმეტა, ნაცემია მოკლულის მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. ისინი აცხადებენ, სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის შემდეგ, ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო: "Tv პირველი"