loader

"ხომ შეიძლება ეთქვა, ჩანთა არაორიგინალია და 50 დოლარად აქვს ნაყიდი, მაგრამ ამას თუ იტყოდა, თავის "ქოცურ" წრეში სახელი გაუტყდებოდა - წილოსანი ჭკვიანი ქალია, პარლამენტში თურმე ასე ამბობს..." - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ შეიძლება ეთქვა, ჩანთა არაორიგინალია და 50 დოლარად აქვს ნაყიდი, მაგრამ ამას თუ იტყოდა, თავის "ქოცურ" წრეში სახელი გაუტყდებოდა - წილოსანი ჭკვიანი ქალია, პარლამენტში თურმე ასე ამბობს..." - რას წერს რომან გოცირიძე?

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ორი ჩანთა შეიტანა ქონებრივ დეკლარაციაში:

"ქოცმა მინისტრმა-ქალბატონმა ორი ჩანთა შეიტანა ქონებრივ დეკლარაციაში.

ერთი 8100 ევრო ღირს ( ანუ მანქანის ფასი), მეორე კი 5995 ევრო.

რა სჭირდა, რომ დაადეკლარირა და სალაპარაკო თემა მისცა საზოგადოებას. ასეთ რამეებს ხომ არავინ აკეთებს? კანონმორჩილი, პატიოსანი მოხელეა? სულაც არა, საქმე სხვა რამეშია.

ჩანთა ისეთი რამაა, ყველა შეამჩნევს, ჟურნალისტებიც. ადვილია მის ბრენდის და ღირებულების დადგენა.

ხომ შეიძლება ეთქვა, რომ ჩანთა არაორიგინალურია და 50 დოლარად აქვს ნაყიდი სტამბოლის ან პარიზის ქუჩებში? მაგრამ ამას თუ იტყოდა, თავის "ქოცურ" წრეში სახელი გაუტყდებოდა ფეიკ-ჩანთის ტარების გამო.

ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა-დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები. მათი ჩანთები ან ყალბებია, ბრენდის ასლებია, ან კანონს არღვევენ, რადგან არ დაუდეკლარირებიათ. ეს უკვე ათასლარიანი ჯარიმით ისჯება.

წილოსანი ჭკვიანი ქალია, ასე ამბობს თურმე პარლამენტში, ფეიკ ლუის ვიტონია ჩემი ჩანთა, ანტალიის ბაზრობაზე ვიყიდე 40 დოლარადო. ჯარიმის გადახდას და აჟიოტაჟის ატეხვას ისევ ეს ვერსია სჯობია." - წერს რომან გოცირიძე.