loader

"უდრის გულს" - საბავშვო ფილმების ფესტივალ "ოქროს პეპელას" გამარჯვებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უდრის გულს" - საბავშვო ფილმების ფესტივალ "ოქროს პეპელას" გამარჯვებული

1 ივნისს თბილისში, "ევროპულ სკოლაში", მოკლემეტრაჟიანი ფილმების საბავშვო ფესტივალის -"ოქროს პეპელას" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წელს პირველად, ფესტივალში სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ წარმოდგენილნი მონაწილეები.

ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში 15 გამარჯვებული დაასახელა, გრანპრი კი გადაეცა ფილმს "უდრის გულს" ("ევროპული სკოლის" სატელევიზიო სტუდია). მთავარი პრიზის გარდა, ფილმმა კიდევ 3 ნომინაციაში გაიმარჯვა: სცენარის ავტორი და რეჟისორი თეკლა თევდორაშვილი - საუკეთესო სცენარისთვის, ლუკა გორგოშიძე - ბიჭის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ანა ნაკაიძე კი გოგოს როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ.