loader

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის ვულკანოლოგიის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი - "ლევოტობი ლაქი ლაქი" სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ფერფლის ღრუბელი 11 კილომეტრის სიმაღლეზე აიწია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია, კრატერიდან 7 კილომეტრის რადიუსში აქტივობებს თავი აარიდონ.