loader

“საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია იმ მიზნით, რომ სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“ - ბაია პატარაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია იმ მიზნით, რომ სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“ - ბაია პატარაია

“ჩემ­თვის ძა­ლი­ან ცხა­დია, რომ და­ი­წყო ღია ბრძო­ლა „სა­ფა­რის“ და სხვა ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან ყვე­ლა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ხურ­ვას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კავ­შირ „სა­ფა­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, ბაია პა­ტა­რა­ი­ამ არა­სამ­თავ­რო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, „სა­ფა­რის“ არ­ქი­ვის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია იმ მიზ­ნით, რომ მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­ში არა­ვის ჩა­უ­ვარ­დეს.ბაია პა­ტა­რა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ინც გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „სა­ფა­რი“ არის ქალ­თა უფ­ლე­ბა­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ჩვენ 20 წე­ლია ვმუ­შა­ობთ და უამ­რა­ვი ქალი და ბავ­შვი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყო­ლია. ისი­ნი ჩვენ­თან მო­დი­ან უმ­ძი­მე­სი პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი­თა და ამ­ბე­ბით. ჩვენ გვაქვს არა­ერ­თი საქ­მე პე­დო­ფი­ლი­ის, სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის და სხვა და­ნა­შა­უ­ლის. ხში­რად ისი­ნი რო­დე­საც მოგ­ვმარ­თა­ვენ, არ მი­მარ­თა­ვენ პო­ლი­ცი­ას, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მი­მართ ნდო­ბა არა აქვთ. ზოგ­ჯერ ისი­ნი მხო­ლოდ ჩვენს სერ­ვი­სებს იყე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ის­ტო­რი­ე­ბი, მათი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ე­ბიც ჩვენ­თან ინა­ხე­ბა.

მინ­და მივ­მარ­თო ამ ქა­ლებს და ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც მი­უ­ღი­ათ ჩვენ­გან მომ­სა­ხუ­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ჩვენ თქვენს ის­ტო­რი­ებს, მო­ნა­ცე­მებს და ამ­ბებს ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ, ის არ ჩა­უ­ვარ­დე­ბა ხელ­ში რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილს და რუ­სულ რე­ჟიმს. ჩვენ გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ყვე­ლა­ფერს, რაც გვაქვს. მინ­და იცო­დეთ, რომ „სა­ფა­რის“ არ­ქი­ვის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სწო­რედ იმ მიზ­ნით, რომ ხელ­ში არა­ვის ჩა­უ­ვარ­დეს ეს ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და სენ­სი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ცხა­დია, რომ და­ი­წყო ღია ბრძო­ლა „სა­ფა­რის“ და სხვა ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან ყვე­ლა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ხურ­ვას. ამი­ტომ, მინ­და ქა­ლებს ვუ­თხრა - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ჩვე­ნი დევ­ნა, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და და­პა­ტიმ­რე­ბა, ჩვენ მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. თუ ჩვენ არ მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, მოვ­ძებ­ნით სხვა ზო­მებს. ჩვენ არ დავ­ტო­ვებთ არა­ვის მარ­ტო და ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, რომ ქა­ლე­ბის და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ბო­ლომ­დე იყოს და­ცუ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბაია პა­ტა­რა­ი­ამ.