38 წლის საქართველოს მოქალაქე ანტვერპენში, ავტობუსით მგზავრობის დროს მგზავრებს თავს დაესხა, რის შედეგადაც 76 წლის კაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა - მედიაში მისი დაკავების კადრები ვრცელდება
ანტვერპენში, ავტობუსით მგზავრობის დროს საქართველოს 38 წლის მოქალაქე მგზავრებს თავს დაესხა, რის შედეგადაც 76 წლის კაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ავტობუსის მძღოლია
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ პირველი დაშავებული იყო მგზავრი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა, მერე დაშავდა მძღოლიც. საქართველოს მოქალაქე ადგილზე დააკავეს - თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.