loader

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან “ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ” .

ზურაბიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, წინააღმდეგობაში მოდის როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიული სტანდარტების ძირეულ ღირებულებებთან.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა.

„მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, რომლის დაცვის პასუხისმგებლობა და მისი ერთგულება განურჩევლად ყველას ვალდებულებაა. ამ ვალდებულების უგულებელყოფას კი კანონი ვერ უნდა ითხოვდეს ვერავისგან.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპს და ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე შეუთავსებელია სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.

არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას. იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა“,- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.