ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ცნობილი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია საქართველოშია - "არ გრცხვენიათ?"
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს.
ავსტრიის პროკურატურა მას ლიცენზიის გარეშე სახლში კერძო კლინიკის გახსნას ედავება. არსებული ინფორმაციით, სასამართლომ ქართველ ექიმს 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 16 თვე პირობით მსჯავრს მოიცავს. მან უკვე მოიხადა 4 თვე წინასწარ პატიმრობაში.
სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" ვრცელდება ვიდეო, სადაც ზურა კეკელია რესტორან "ქვევრში" იმყოფებოდა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში სალი ადამია ავრცელებს.