loader

ისრაელში საქართველოს საელჩო - დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, ინციდენტის შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში საქართველოს საელჩო - დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, ინციდენტის შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა, - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.

„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/

https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206. israel.mfa.gov.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.