loader

ქალმა ყუთი გახსნა და პანიკაში ჩავარდა, ახალი საშიში სათამაშო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - რა არის "ლაბუბუ"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა ყუთი გახსნა და პანიკაში ჩავარდა, ახალი საშიში სათამაშო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - რა არის "ლაბუბუ"?

ძვირადღირებული სკანდინავიური ელფი, კაშკაშა თვალებითა და ბასრი კბილებით ეს ლაბუბუა, ახალი სათამაშო, რომელიც 2025 წლის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია.

ლაბუბუ რბილი, მინიატურული თოჯინაა, რომლებიც სერიების სახით გამოდის.

“ლაბუბუს“ თოჯინები უჩვეულო მონსტრების პერსონაჟებია, რომლებიც ჰონგ-კონგელმა მხატვარმა კასინ ლუნგმა ათი წლის წინ შექმნა. მათი პოპულარობა ბოლო წლებში გაიზარდა.მისი შთა­გო­ნე­ბა ჩრდი­ლო­ე­თის მი­თო­ლო­გია და ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რია იყო. თო­ჯი­ნე­ბი ჰიბ­რი­დულ სტილ­შია შექ­მნი­ლი - ბეწ­ვი­სა და ვი­ნი­ლის ნა­ზა­ვი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად ფა­ფუ­კი­ცაა და ოდ­ნავ სა­ში­შიც.

ლა­ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბი პირ­ვე­ლად 2019 წელს გა­მოჩ­ნდნენ ბა­ზარ­ზე. უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ლა­ბუ­ბუს ახალ პარ­ტი­ებ­ზე რი­გე­ბი დი­ლის 3 სა­ათ­ზე იწყე­ბა. და საბოლოოდ სა­თა­მა­შო - კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნიად იქცა.

თოჯინა მარკეტინგის განვითარების მწვერვალად ითვლება, ის ყუ­თებ­ში იყი­დე­ბა და შენ არ იცი, რო­მელ ლა­ბუ­ბუს ფი­გუ­რას მი­ი­ღებ. რაც ფსიქოლოგების აზრით ლა­ტა­რი­ის ეფექ­ტს აჩენს ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას და ამ­ძაფ­რებს შე­ძე­ნის სურ­ვილს.

ლა­ბუ­ბუ მოზ­რდი­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი. თო­ჯი­ნა მო­დურ აქ­სე­სუ­ა­რად იქცა და ვირუსულ ტრენდად იქცა.

ლაბუბუს“ წარმოება ჩინურმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ Pop Mart-მა დაიწყო. მისი სათამაშოების გაყიდვამ რეკორდი მოხსნა როგორც ჩინეთში, ასევე აშშ-სა და მთლიან კონტინენტზე.

2024 წელს Pop Mart-მა “ლაბუბუს“ გაყიდვებიდან იყო 410 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. eBay-ზე ერთი სათამაშოს ფასი 300 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 1,500-მდე ადის.

2025 წლის ივ­ნის­ში, პე­კინ­ში, ადა­მი­ა­ნის ზო­მის ლა­ბუ­ბუს ფი­გუ­რა გა­ი­ყი­და 150,000 დო­ლა­რად - რაც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­თა­მა­შოდ იქცა.

თუ გაგიმართლათ და ორიგინალ “ლაბუბუს“ იშოვით, ცალის ფასი 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კოლექციის ფასი კი რამდენიმე ასეული დოლარია.

დღეს “ლაბუბუ“ ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება და მისი ორიგინალი გამოცემები მსოფლიოს სხვადასხვა სელებრითებს აქვთ, მათ შორის ქართველებსაც.