"დედისთვის მძიმეა... გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ... ექიმებმა თქვეს, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონო" - როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა, რომლებიც თვეებია, თურქეთში მკურნალობენ
მთელი საქართველო გულშემატკივრობს გასული წლის ოქტომბერში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს, ნიაკოს და თათულის. მათი ამბავი ყველამ გულთან მიიტანა და ყველა ელოდება ულამაზესი გოგონების სრულად გამოჯანმრთელებას.
უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექიმებს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის მადლობას საჯაროდ ხშირად უხდის.
გოგონების დასახმარებლად მაშინ სრულიად ერი გაერთიანდა, ემიგრანტების და საზოგადოების დიდი ნაწილის წყალობით, საკმაო თანხები მოგროვდა იმისთვის, რომ შემდგომი რეაბილიტაციისთვის ისინი თურქეთში, კლინიკაში გადაეყვანათ. ნიაკო და თათული 5 თვის წინ ჩავიდნენ თურქეთის კლინიკაში, იქაც არა ერთი ოპერაცია ჩაუტარდათ, მაგრამ როგორც დედა ამბობს, კიდევ დარჩა რამდენიმე ოპერაცია გასაკეთებელი, ისინი დღემდე იბრძვიან გამოჯანმრთელებისთვის და მართლაც ურთულესი დღეები გამოიარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შედეგი თვალში საცემია და ახლა მოუთმენლად ელოდება თათულის და ნიაკოს სრულად გამოჯანმრთელებას.
- სოფიო, ყველას აინტერესებს, როგორია თქვენი შვილების მდგომარეობა, გვიამბეთ მათზე.
- ჩემი გოგონები შემთხვევის წამიდანვე საოცრად მზრუნველი და პროფესიონალი ექიმების გარემოში აღმოჩნდნენ და ჩემთვის, როგორც დედისთვის, უპირველესი ნუგეში სწორედ ეს იყო. ამ ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად მოვედით აქამდე. 5 თვეა, თურქეთში ვართ, კლინიკაში და რეაბილიტაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მდგომარეობაც ბევრად უკეთესია.
ნიაკო, რომელიც კიდურებს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, ახლა უკვე ჯდება, მოძრაობს. ნიაკოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და საკმაოდ შედეგიანი იყო. თათულიმ უკვე გაიარა ფეხზე, დადის, ხელს რომ ჩავკიდებთ და ველოდებით, დამოუკიდებლად როდის გაივლის. ექიმები მპირდებიან, რომ მეტყველება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ახლა ამ ბედნიერი დღის მოლოდინში ვართ. რაღაც პერიოდი სჭირდება. აქ კიდევ ერთი თვე ვიქნებით და ველოდებით, რომ ამ დროში თათულიმ შეძლოს დამოუკიდებლად გავლა და საქართველოში ჩამოვა ისეთი, როგორიც იყო. ამის გარანტიას ექიმი გვაძლევს და იმასაც ამბობს, რომ თათული თავის საყვარელ საქმეს - ტანვარჯიშს დაუბრუნდება. მეუბნება, რომ შეეძლება ვარჯიში და დიდი იმედი მაქვს, მომავალ წელს, საქართველოს ჩემპიონატზეც გავა.
იცით, თათული როგორი ბავშვი იყო? ბევრი მედალი და სიგელი აქვს და იმის მოლოდინი მაქვს, რომ სრულიად გამოჯანმრთელებული ისევ თავის საყვარელ საქმეში ჩაერთვება...განაგრძეთ კითხვა