loader

კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ფეთქდება ჭურვი ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე - კადრები ცხელი წერტილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ფეთქდება ჭურვი ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე - კადრები ცხელი წერტილიდან

"კვირის პალიტრას" ქალაქ რამათ განიდან მოაწოდეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ფეთქდება ჭურვი ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე. შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოში ისრაელის საელჩომ განცხადებაც გაავრცელა.

"ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები. განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს:

https://israel.mfa.gov.ge/

https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე:

+972 526 919092;

ცხელი ხაზი 24/7+972 3 609 3206.