რა ხდება ნახალოვკაში?: "სუნთქვა ხომ გვინდა" - კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა
"ნახალოვკა. გადასასვლელი ხიდი. სველი წესით რომ იმუშაონ ხომ შეიძლება რამდენიმე დღეა უკვე საშინელი მტვერია.
სუნთქვა ხომ გვინდა, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ გზა არის გადაკეტილი და გადაადგილება ჭირს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე საკუთარი მანქანით." - წერს მოქალაქე "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს ავრცელებს.