"დედაჩემი წაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან, 57 წლის ქალი დააპატიმრეს"- მოქალაქე კლეოპატრა ქარუმაშვილი სასამართლოს ეზოდან ვიდეოს აქვეყნებს
"ვარ სასამართლოს ეზოში. დედაჩემი წაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან - 2 წლით და 6 თვით, 57 წლის ქალი და დააპატიმრეს. ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც იმიტომ აღიძრა, რომ ჩემი "ფეისბუქის" პოსტი არ მოუვიდა თვალში ახმეტის ყოფილ მერს. ამის შემდეგ, ჩემი მშობლების კომპანიაში, რომელიც ჩემს სახელზეც იყო გაფორმებული, შევარდა საგადასახადო სამსახური და არასწორად გამოწერილი ანგარიშფაქტურების გამო, რომელიც აბსოლუტურად სუფთა ბუღალტრული შეცდომა იყო, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ძალიან ბევრი წელი მიდიოდა ეს საქმე - მტკიცებულები არ ჰქონდათ არანაირი და ეს იყო მიზეზი, რატომაც ვერც მე და ვერც ჩემს ოჯახის წევრებს ვერ ეხებოდნენ... რამდენიმე თვის წინ დედაჩემს ჩემი დაჭერის დაშინებით აღიარებინეს ბრალი, აღიარებინეს მტკიცებულებები, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს და ახლა წაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან - 2 წლით და 6 თვით" - ამბობს კლეოპატრა ქარუმაშვილი და სასამართლოს ეზოდან ვიდეოს აქვეყნებს.