loader

მასშტაბური თაღლითობა თბილისში - სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასშტაბური თაღლითობა თბილისში - სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ც. და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ა.ც., 1986 წელს და­ბა­დე­ბულ მსჯავ­რდე­ბულ დ.ც.-სთან ერ­თად, 2020-2024 წლებ­ში, რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „სექ­ტო­რი 7“-ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან აფორ­მებ­დნენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ყიდ­დნენ ფარ­თებს.აღე­ბუ­ლი თან­ხის მი­უ­ხე­და­ვად, მათ არ უზ­რუნ­ველ­ყვეს კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა და ფარ­თე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ჯამ­ში 161 მო­ქა­ლა­ქე, ზა­რა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 11 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ც. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს, ხოლო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რს, დ.ც.-ს, რო­მე­ლიც უკვე სას­ჯელს იხ­დის და­მა­ტე­ბი­თი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.