loader

"თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში? - რას წერს ნინო წილოსანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში? - რას წერს ნინო წილოსანი?

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, პოსტს ავრცელებს:

"თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის საქმეც იმავე ბედს გაიზიარებს, რაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ა.შ სხვა საქმეებმა

დღეს ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელი ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილის რიგებს შეუერთა — ერთი რეზოლუციით მიხეილ სააკაშვილის საჩქაროდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ახალი რეზოლუციით კი ამ მოთხოვნას მზია ამაღლობელის გათავისუფლებაც დაუმატეს

ცნობისათვის, ასეთი სიგიჟეებით არის გაჯერებული ევროპარლამენტის რეზოლუცია :

"მზია ამაღლობელი ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“