loader

“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს" - ნატალი ლუაზო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს" - ნატალი ლუაზო

“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს”, - წერს ლუაზო.

კერძოდ, ლუაზო “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულამ ბიურომ” ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის მისაღებად და სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა დაუმტკიცა.