loader

"რა იშვიათია ასეთი კარგი საქციელი... ბევრმა არც იცის, მომწამვლელია ძალიან..." - მეტროდან გავრცელებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა იშვიათია ასეთი კარგი საქციელი... ბევრმა არც იცის, მომწამვლელია ძალიან..." - მეტროდან გავრცელებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"დღეს მეტროში ერთ-ერთმა მგზავრმა ქალბატონები ოლეანდრას ტოტებით დაგვასაჩუქრა. ამბობენ, ოლეანდრა შხამიანიაო, მაგრამ..." - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ცინცაძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"რა იშვიათია ასეთი კარგი საქციელი და როგორ გვიკვირს უკვე ყველას...

რა კარგია ასეთი ადამიანები რომ კიდევ არსებობენ და გულს გითბობენ...

რა მაგარია... შემშურდა...

ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები და ცხოვრება ცოტახნით გავილამაზოთ, ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი და ღიმილიანი დღე დავიყენოთ. მადლობა ამ პიროვნებას, რომ ამდენ მანდილოსანში ღიმილის ნაპერწკალი გააღვივა, ცხოვრება წამით გაალამაზა..

ეს ძალიან სასიამოვნოა, ნეტავ, ბევრი იყოს ასეთი კეთილი ადამიანები, სხვას ცხოვრება რომ გაულამაზოს. ერთი ბედნიერი დღე აჩუქა... ოლეანდრა შხამიანი მცენარეა, შეხებისას...

თბილისი რატომღაც სავსეა ამ მომწმვლელი მცენარის ბუჩქებით. კი, ლამაზია, მაგრამ…

ოლეანდრია, შხამიანი მცენარეა, იმედია, დიდად არ დაზიანდებიან დასაჩუქრებულები...

ხელები კარგად დაიბანეთ.მე მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი...

ეს ყვავილები მომწამვლელია რომ იცოდეთ. მთელს საბერძნეთში გამწვანებაშია სხვადასხვა ფერის. ხელს არავინ კიდებს, თუმცა ბევრმა არც იცის, მომწამვლელია ძალიან. მითუმეტეს ბავშვები უნდა მოარიდონ...

ღმერთო, ეს შხამიანი მცენარეა! რატომ და სად მოწყვიტა ?! ფრთხილად, ძალიან შხამიანია! - მცენარე, რომელიც საქართველოში მრავლად არის..

შხამიანია ეს მცენარე. მომაკვდინებელი შხამი აქვს. პირში არ უნდა მოგხვდეთ ხელები მის შეხების შემდეგ, ან ლორწოვან გარსში. საშიშია!"