loader

"ანი სხვას არასდროს სვამდა საჭესთან, ამ გამონაკლისის გარდა... ალბათ გზაში რამის საყიდლად გაჩერდნენ და შემდეგ დაჯდა აჩი " - ტრაგედიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანი სხვას არასდროს სვამდა საჭესთან, ამ გამონაკლისის გარდა... ალბათ გზაში რამის საყიდლად გაჩერდნენ და შემდეგ დაჯდა აჩი " - ტრაგედიის ახალი დეტალები

გო­ნი­ო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. ცნო­ბი­ლია, რომ ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მი­მა­ვალ­მა "ბმვ-ს" ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და იქვე სახ­ლთან გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. ეს უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გავ­რცელ­და.

სამ­წუ­ხა­როდ შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ "ბმვ-ს" მარ­კის მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, ანა მა­ხა­რა­ძე, მეგი ჯა­ი­ა­ნი და სა­ლო­მე გორ­გა­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მძღო­ლი და კი­დევ ერთი ბიჭი ავა­რი­ის დროს და­შავ­და.ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ­გან ერთს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, ხოლო მე­ო­რე ახალ­გაზ­რდას ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ავა­რი­ის მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე და­სა­ხელ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­შიც ჩანს, რო­გო­რი სიჩ­ქა­რით მი­დის მან­ქა­ნა.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ჭეს­თან მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, აჩი დე­ვა­ძე და­ა­კა­ვეს და მას პა­ტიმ­რო­ბაც შე­ე­ფარ­და. უწყე­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც უკვე გა­ავ­რცე­ლა. განაგრძეთ კითხვა >>>