ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.