loader

აქტივისტი ნინო დათაშვილი, საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით, დააკავეს - მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქტივისტი ნინო დათაშვილი, საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით, დააკავეს - მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ედება ბრალად.

საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი დაპირისპირების კადრები, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა: