loader

საქართველო VS იაპონია - მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მოლოდინში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო VS იაპონია - მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მოლოდინში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.

მერვედფინალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი იტალიას 4:0 სძლიეს და ნახევარფინალში იაპონიას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.