loader

ჟურნალისტი ვახო სანაია 4000 ლარით დააჯარიმეს - "ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტი ვახო სანაია 4000 ლარით დააჯარიმეს - "ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია"

პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის საქ­მე­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლის“ მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია მო­სა­მარ­თლემ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და 4000 - ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს თა­ვად ვახო სა­ნა­ია არ დას­წრე­ბია. რო­გორც სა­ნა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, 4000 ლა­რით ის "ფე­ის­ბუქ პოს­ტის" გამო და­ა­ჯა­რი­მეს.

ჟურ­ნა­ლის­ტი და ვახო სა­ნა­ია 4000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფე­ის­ბუკ­ში და­წე­რი­ლი პოს­ტის გამო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

"ისე დას­რულ­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ ჯა­რი­მას არას­დროს ვა­ღი­ა­რებ. ფე­ხებ­ზე მკი­დია. მი­ლი­ო­ნიც რომ მქონ­დეს, ჩემი ნე­ბით ერთ თეთ­რსაც არა­სო­დეს გად­მო­გი­რი­ცხავთ. თქვენ რო­გორ ამო­ი­ღებთ, თქვე­ნი ნე­ბაა. ასე რომ, შე­გიძ­ლი­ათ, მი­ა­წე­როთ რამ­დე­ნი ნუ­ლიც გინ­დათ. ჩემი ან­გა­რი­შიც ფე­ხებ­ზე მკი­დია. და სა­ერ­თო­დაც, რაც გინ­დათ, ის გიქ­ნი­ათ“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ჯა­რი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

6 ივ­ნისს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ირაკ­ლი კირ­ცხა­ლი­ამ თქვა, რომ პარ­ტია უჩივ­ლებ­და ყვე­ლას, ვინც "ლან­ძღავს“, "შე­უ­რა­ცხყოფს“, "ემუქ­რე­ბა“ და "აბუ­ლინ­გებს“. მა­შინ მას სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ცნო­ბის­თვის, შს სა­მი­ნის­ტრო პო­ლი­ტი­კო­სებს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-16 პრი­მა მუხ­ლის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფას გუ­ლის­ხმობს. მუხ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ 1500 ლა­რი­დან - 4000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მას, ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბას 45 დღემ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.