loader

"რომეო მიქაუტაძემ უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით მადრიდში 600 000 ევროდ ბინა შეიძინა" - სუს-ი დეტალებს და დაკავების ვიდეოკადრებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომეო მიქაუტაძემ უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით მადრიდში 600 000 ევროდ ბინა შეიძინა" - სუს-ი დეტალებს და დაკავების ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე სუს-ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, „სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რ.მ.“."სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე რ. მ.

2017 წლის 3 ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში რ. მ.-ს სხვა­დას­ხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, ეკა­ვა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია, რომ რ. მ. თა­ნამ­დე­ბობ­რივ გავ­ლე­ნას, სა­ნაც­ნო­ბო წრე­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნოდ იყე­ნებ­და ენერ­გე­ტი­კულ სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა პი­რის­თვის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. ამ პი­რე­ბის­თვის უკა­ნო­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ კი ის მათ­გან ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­ში (ჰე­სებ­ში) სა­წარ­მოს წი­ლებს იღებ­და, რო­მელ­თა რე­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე თვი­თონ იყო, ხოლო წი­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ვი­სი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად რ. მ.-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

ამას­თა­ნა­ვე, რ. მ. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ვის­თვის ან სხვის­თვის გა­მორ­ჩე­ნის ან უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ღე­ბად, სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ბო­რო­ტად იყე­ნებ­და, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია; კერ­ძოდ, პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით იგი უკა­ნო­ნოდ სარ­გებ­ლობ­და თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბით ან/და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბით და სხვა­დას­ხვა პირს სა­ხელ­მწი­ფო ან კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აფორ­მებ­და (ის ამას ზოგ­ჯერ ფიქ­ტი­უ­რა­დაც ახორ­ცი­ე­ლებ­და), რის შე­დე­გა­დაც იგი მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელ­სა და ქო­ნებ­რივ სი­კე­თეს იღებ­და.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად რ. მ.-ს ოჯა­ხის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მისი გან­წე­სე­ბის შემ­დეგ მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რით გა­ი­ზარ­და. არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ იგი დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო, არა­დეკ­ლა­რი­ლე­ბულ შე­მო­სა­ვალს იღებ­და, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში, მათ შო­რის, ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, არ ასა­ხუ­ლა. უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით რ. მ. მათი ნამ­დვი­ლი ბუ­ნე­ბის, წარ­მო­შო­ბის წყა­როს, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, გან­თავ­სე­ბის, მოძ­რა­ო­ბის, მათ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა უფ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვა­სა და შე­ნიღბვას ახორ­ცი­ე­ლებ­და ქო­ნე­ბის სხვა, ცრუ­მა­გი­ერ პი­რებ­ზე გა­ფორ­მე­ბის, ნაღ­დი ფუ­ლის თა­ვი­სი და მისი ოჯა­ხის წევ­რის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­ტა­ნის/ჩა­რი­ცხვის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფიქ­ტი­უ­რი შე­ძე­ნის ან რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდის ან შემ­ცი­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის გზით.

მა­გა­ლი­თად, გა­მოვ­ლე­ნი­ლია ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ მად­რიდ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლით 600 000 ევ­როდ შე­ძე­ნის ფაქ­ტი. ამ თან­ხის უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის და­მალ­ვი­სა და შე­ნიღბვის მიზ­ნით რ. მ.-მ თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე 600 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნას­ყი­დო­ბის ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა, რი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მა სცა­და.ამას­თა­ნა­ვე, მან, მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის წყა­როს და­მალ­ვი­სა და შე­ნიღბვის მიზ­ნით, მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე 2 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მისი და თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე გა­ა­ფორ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე რო­გორც ვლინ­დე­ბა, რ. მ.-მ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­თა და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის უკა­ნო­ნო/და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ უფრო და­ზუს­ტდე­ბა რო­გორც რ. მ.-ს მიერ შე­მო­სავ­ლე­ბის უკა­ნო­ნო გზე­ბით მი­ღე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ისე ამ შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ეპი­ზო­დე­ბი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტი­თა და 332-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას“,- გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.