loader

რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი და რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი ცოლის იუბილე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი და რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი ცოლის იუბილე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა (სუს) ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა. მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 3 ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე, სხვა­დას­ხვა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, თა­ნამ­დე­ბობ­რივ გავ­ლე­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ იყე­ნებ­და ენერ­გე­ტი­კულ სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა პი­რის­თვის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბის­თვის.ამ პი­რე­ბის­თვის უკა­ნო­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, ის მათ­გან ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­სა და ჰე­სებ­ში წი­ლებს იღებ­და, რო­მელ­თა რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი თა­ვად იყო, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი წი­ლე­ბი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, რ.მ.-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

მი­ქა­უ­ტა­ძის ქო­ნე­ბა და მე­უღ­ლე

რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, 2024 წლის აპ­რილ­ში, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მისი მე­უღ­ლის, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძის მად­რიდ­ში, ის­ტო­რი­ულ უბან­ში ბი­ნის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ 103 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა 2024 წლის 18 იან­ვარს შე­ი­ძი­ნა, რო­დე­საც მი­ქა­უ­ტა­ძე ჯერ კი­დევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ბი­ნის ფასი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ბრო­კე­რე­ბის სა­ი­ტებ­ზე მსგავ­სი ფარ­თის ბინა მად­რი­დის ცენ­ტრში და­ახ­ლო­ე­ბით 829 000 ევრო ღირს. ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ არ უარ­ყო შე­ნა­ძე­ნი, თუმ­ცა, კი­თხვა­ზე, თუ რა შე­მო­სავ­ლით ასა­ბუ­თებ­და ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნის ყიდ­ვას, გა­ნა­ცხა­და, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცხად­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ბი­ნა­ში წყვილ­მა 660 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა თე­ბერ­ვალ­ში და­ტო­ვა. "მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე მას სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში რამ­დენ­ჯერ­მე და­კი­თხეს და კი­თხვე­ბი და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ქო­ნე­ბა­სა და სა­ვა­რა­უ­დო კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ზე ჰქონ­დათ.

მი­ქა­უ­ტა­ძის გან­მარ­ტე­ბა ქო­ნე­ბა­ზე

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, მა­შინ რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ "კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და ცი­ლის­წა­მე­ბა" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ოჯახს მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი­დან ჰქონ­და მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ბიზ­ნე­სი გა­ყი­დეს, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლნ ლა­რის ფუ­ლა­დი ქო­ნე­ბა მი­ი­ღეს. ასე­ვე, მი­ქა­უ­ტა­ძე აცხა­დებ­და, რომ არა-სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და. განაგრძეთ კითხვა