loader

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ჩინელ სტუდენტს, რომელმაც 10 ქალი ნარკოტიკებით გააბრუა და გააუპატიურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ჩინელ სტუდენტს, რომელმაც 10 ქალი ნარკოტიკებით გააბრუა და გააუპატიურა

სე­რი­ულ მო­ძა­ლა­დეს, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ჩი­ნეთ­ში 10 ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

გა­ნა­ჩე­ნი 28 წლის ჟე­ნ­ჰაო ზოუს ლონ­დო­ნის სა­მე­ფო სა­სა­მარ­თლომ გა­მო­უ­ტა­ნა. ზოუ დამ­ნა­შა­ვედ ცნეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ში. მათ შო­რის არის ექ­სტრე­მა­ლუ­რი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თე­ბის ფლო­ბა და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ფლო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გან­ზრახ­ვით.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, მისი მსხვერ­პლთა უმე­ტე­სო­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, „გონ­და­კარ­გუ­ლი და და­უც­ვე­ლი“ იყო.

პო­ლი­ცი­ი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, ზოუ, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა გვარს იყე­ნებ­და, WeChat-ისა და გაც­ნო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეც­ნო­ბო­და ჩი­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სტუ­დენ­ტებს ლონ­დონ­სა და ჩი­ნეთ­ში. შემ­დეგ მის ბი­ნა­ში იწ­ვევ­და რათა ნარ­კო­ტი­კე­ბით გა­ებ­რუ­ე­ბი­ნა ისი­ნი და აუ­პა­ტი­უ­რებ­და. პო­ლი­ცი­ის თქმით, ის მსხვერ­პლებს ნივ­თებ­საც არ­თმევ­და. მა­გა­ლი­თად, სამ­კა­უ­ლებ­სა და ტან­საც­მელს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ზოუ ძა­ლა­დო­ბას მო­ბი­ლუ­რით ან ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იღებ­და.

ზოუ ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლე­ჯის დოქ­ტო­რან­ტი იყო. ის 2024 წლის იან­ვარ­ში და­ა­კა­ვეს მას შემ­დეგ, რაც მის­მა ერთ-ერ­თმა მსხვერ­პლმა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.