loader

რატომ არ ამხელდა მეორე შვილის მოლოდინის შესახებ ნუკი კოშკელიშვილი - “მგონი, რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ ამხელდა მეორე შვილის მოლოდინის შესახებ ნუკი კოშკელიშვილი - “მგონი, რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ”

ცოტა ხნის წინ ტელესახე ნუკი კოშკელიშვილმა მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და თქვა, რომ მეორე შვილს ელოდება. ნუკიმ რჩეულზე, ბენ ჰაიმზე 2015 წელს იქორწინა, მათ პირველი შვილი, ოლივერი 2018 წელს შეეძინათ. ახლა კი ნუკი განმარტავს, რატომ არ ამხელდა მეორე შვილის მოლოდინის შესახებ:

"ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვეღარ გიზიარებდით. პირველი სამი თვის მანძილზე ძლიერი ტოქსიკოზი მქონდა, ამასთან, როგორც იცით, წინა ორსულობის დროს მუცელი მომეშალა და ახლა ვფრთხილობდი, რომ წინასწარ არ გამეხარებინეთ. ახლა, მგონი, რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ. სქესის გაგების ცერემონია ბუნებაში იქნება", - ამბობს ნუკი.