“თუ რუსულად ვსაუბრომ ეს რუსობას ნიშნავს?” - რომან დოლიძე საზოგადოებას მიმართავს
ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
"მე საქართველოში ვცხოვრობ, საქართველოში ვზრდი ჩემს შვილებს, რათა ქართული იყოს მათი პირველი ენა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვიცხოვრებდი მაგრამ ჩვენი კუთხე ყველას მირჩევნია. თუ რუსულად ვსაუბრომ ეს რუსობას ნიშნავს? მე უკრაინაში მივიღე განათლება, დღემდე ხშირად ჩავდივარ და იქაც ყველა რუსულად საუბრობს(ოდესაში, ნიკოლაევში, ხერსონში, ხარკოვში). მათ ქართულად ვესაუბრო? გამიგებენ? როგორ ფიქრობთ" - წერს რომან დოლიძე.