უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე დაიღუპა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის გულისშეტევით გარდაიცვალა.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 81-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.