"გოგოს დაეჯახა" - კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც აქციის მონაწილეებს შორის მანქანა შევარდა
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე აქციის რამდენიმე მონაწილეს ავტომობილი განზრახ დაეჯახა.
ამავე ცნობებით, ერთი პირი გადაიყვანეს კლინიკაში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი ვიდეომასალაც.
აქციის მონაწილეებს განცხადებით, ადგილზე პოლიციამ მათ უთხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი "გადაცემულია".
ვიდეო: "ნეტგაზეთი"