loader

სისხლიანი ქორწილი - საფრანგეთში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პატარძალი მოკლეს, ხოლო ნეფე მძიმედაა დაჭრილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი ქორწილი - საფრანგეთში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პატარძალი მოკლეს, ხოლო ნეფე მძიმედაა დაჭრილი

საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, ქა­ლაქ ავი­ნი­ო­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სო­ფელ­ში, ქორ­წი­ლის დღეს, ნიღ­ბი­ან­მა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს და პა­ტარ­ძა­ლი მოკ­ლეს.

მძი­მედ და­იჭ­რა სიძე და 13 წლის ბავ­შვი, ასე­ვე მსუ­ბუ­ქად და­შავ­და კი­დევ ერთი ქალი. უც­ნო­ბია თავ­დამ­სხმელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მათ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ათო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი, ასე­ვე ვერ­ტმფრე­ნი.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა მომ­ხდა­რი ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას­თან იყოს კავ­შირ­ში.გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

თავ­დას­ხმა მა­შინ მოხ­და, როცა 27 წლის პა­ტარ­ძა­ლი და მისი 25 წლის ნეფე სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბას ტო­ვებ­დნენ, ამ დროს უც­ნობ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი წყვილს მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და.

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ, სრო­ლის შემ­დეგ ფე­ხით გა­იქ­ცნენ. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმი­სას დარ­ბაზ­ში სულ 28 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, არც ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი და არც მათი სტუმ­რე­ბი ამ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი არ იყ­ვნენ.