ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა - ვიდეოკადრები დამასკოდან
დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დაშავდა 13.
აფეთქება სირიის დედაქალაქში, მარ ელიას სახელობის ეკლესიაში მოხდა.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. მან ეკლესიაში შესვლის შემდეგ ცეცხლი გახსნა და სხეულზე მიმაგრებული დეტონატორი აამოქმედა.
როგორც "როიტერი" წერს, 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დამასკოში ეს პირველი მსგავსი თავდასხმაა.