ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი რომეო მიქაუტაძის საქმის შესახებ
გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელები იყვნენ.